კონფიდენციალობის პოლიტიკა

შპს „თბილისი ენერჯის“ კონფიდენციალობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ ხდება თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება, გამოყენება, გაზიარება და დაცვა.  კომპანიის მიერ კონფიდენციალობის პოლიტიკის  ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება კომპანიის ვებგვერდზე.

1. პერსონალური ინფორმაციის შეგროვება

1.1. თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება შესაძლებელია განხორციელდეს მაშინ, როდესაც თქვენ:

1.2. შესაბამისი საჭიროებისას, კომპანიას ასევე შეუძლია შეაგროვოს  ინფორმაცია თქვენ შესახებ სხვა ორგანიზაციებიდან და   პარტნიორი კომპანიებიდან.

 

2. პერსონალური ინფორმაცია

2.1 პერსონალური ინფორმაცია თქვენს შესახებ დომოკიდებულია შპს „თბილისი ენერჯის“ იმ მომსახურებაზე, რომლითაც თქვენ სარგებლობთ და მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) შემდეგ მონაცემებს:

3. პერსონალური ინფორმაციის გამოყენება

3.1 კომპანია უფლებამოსილია გამოიყენოს პერსონალური ინფორმაცია თქვენს შესახებ, იმისათვის რომ:

 

3.2 კომპანია უზრუნველყოფს თქვენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის შენახვას კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით. 

 

4. პერსონალური ინფორმაციის გაზიარება

4.1 კომპანია გაუზიარებს პერსონალურ ინფორმაციას თქვენ შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს, სასამართლოს ან სხვა საჯარო დაწესებულებებს, თუ აღნიშნული სავალდებულოა ან ნებადართულია კანონმდებლობით;

4.2 კომპანია გაამჟღავნებს პერსონალურ ინფორმაციას იმ შემთხვევაში, თუ ეს გონივრულად აუცილებელია თაღლითობის შემთხვევების გამოსავლენად/თავიდან ასაცილებლად, აგრეთვე კომპანიის/მისი მომხმარებლების ინტერესების დაცვის მიზნით;

4.3 თუ განხორციელდება კომპანიის   მფლობელების შეცვლა, კომპანიას უფლება აქვს მოახდინოს თქვენ შესახებ ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის გადაცემა ამ ორგანიზაციისათვის.

 

 

6. კონფიდენციალობასთან დაკავშირებული თქვენი უფლებები

6.1 თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ ნებისმიერ დროს იმ პერსონალური ინფორმაციის ასლის მიღების მიზნით, რომელიც გაგვაჩნია თქვენთან დაკავშირებით ან/და თუ თქვენ მიიჩნევთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არაზუსტია.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ:

 

 

1.1 თქვენთვის ცნობილია და წინასწარ ეთანხმებით იმ შედეგებს, რაც შესაძლებელია მოჰყვეს კაბინეტით სარგებლობისას განხორციელებულ ქმედებებს/ოპერაციებს და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობას იღებთ მათ შედეგებზე, მათ შორის რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება მომსახურების შეკვეთით, შეცვლით, დამატებით, გაუქმებით და მომსახურების საფასურის გადახდით, როგორც უშუალოდ თქვენს აბონენტზე, ასევე დამატებით აბონენტზე. აღნიშნული წესებიდან გამომდინარე, თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა აუნაზღაუროთ კომპანიას ან მესამე პირებს მიყენებული ზიანი.

1.2 თუ კომპანიისთვის ცნობილი გახდა რაიმე ფაქტი, რომელიც მისი აზრით ადასტურებს თქვენ მიერ კაბინეტით სარგებლობის არამართლზომიერებას, არასანქცირებულ შეღწევას, არაკეთილსინდისიერებას ან ისეთ შემთხვევას, რა დროსაც თქვენი მხრიდან  კაბინეტით სარგებლობა ზიანს აყენებს ან ქმნის ზიანის მიყენების საფრთხეს კომპანიისთვის ან მესამე პირთათვის  ან ზღუდავს მესამე პირთა უფლებებს, კომპანია უფლებამოსილია, შეტყობინების გარეშე დაბლოკოს კაბინეტი და შეაჩეროს თქვენი მხრიდან კაბინეტით სარგებლობა.   აღნიშნული წესიდან გამომდინარე, თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა აუნაზღაუროთ კომპანიას ან/და მესამე პირებს მიყენებული ზიანი.

1.3 თქვენი უფლებების და ინტერესების დაცის მიზნებისათვის, კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს ან შეაჩეროს კაბინეტით სარგებლობა თუ მისი აზრით ადგილი აქვს თქვენი კაბინეტით არასანქცირებულ სარგებლობას.

1.4 კომპანია   პასუხს არ აგებს:

1.5 თქვენს მიერ კაბინეტით გამართული და შეუფერხებელი სარგებლობა დამოკიდებულია თქვენს ხელთ არსებული მოწყობილობის თავსებადობაზე, ტექნიკურ გამართულობასა და ფუნქციონალობაზე, აქედან გამომდინარე კომპანია პასუხს არ აგებს თქვენ მიერ კაბინეტით სარგებლობის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების დროულობაზე, გამართულობაზე და ხელმისაწვდომობაზე.

 

 

 

კაბინეტით სარგებლობის წესები

1. სარგებლობის წესები

1.1 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „თბილისი ენერჯი“, საიდ. კოდი: 205129617, მისამართი: ქ. თბილისი,  მიცკევიჩის ქ.  N18ა (შემდგომში - კომპანია), საშუალებას გაძლევთ ისარგებლოთ my.te.ge ვებგვერდით  (შემდგომში - „კაბინეტი), წინამდებარე კაბინეტით სარგებლობის წესების (შემდგომში - სარგებლობის წესები) შესაბამისად.

1.2 კაბინეტი არის კომპანიის მიერ შექმნილი თვითმომსახურების პროგრამა, რომლის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ და დისტანციურად მიიღოთ სხვადასხვა სახის ინფორმაცია, განახორციელოთ განცხადებებისა და განაცხადების გაკეთება და სხვა სახის ქმედებები.

1.3 კაბინეტით სარგებლობისათვის თქვენ უნდა დაეთანხმოთ წინამდებარე სარგებლობის წესებს. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სარგებლობის წესებზე დათანხმებით, თქვენ იმავდროულად ეთანხმებით ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკას. 

1.4 კაბინეტით სარგებლობისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია მომხმარებლის სახელითა და პაროლით

რეგისტრაციისას სისტემა მოითხოვს მომხმარებლის მობილური ტელეფონის ნომრის მითითებასაღნიშნული მონაცემის შეცვლა შემდგომში აღარ არის შესაძლებელი, შესაძლებელია მხოლოდ მობილური ნომრების დამატება და შემდეგ დამატებული ნომრების შეცვლა, პროფილის რედაქტირების ფუნქციის გამოყენებითკაბინეტში რეგისტრაციისას თუ არ იქნა მითითებული და ვერიფიცირებული მომხმარებლის მობილურის ნომერი  პირველადი ავტორიზაციისას მომხმარებელი აუცილებელი წესით უთითებს შეუვსებელ მონაცემს და ახდენს მათ ვერიფიკაციას

1.5  რეგისტრაციის შემდგომ, თითოეულ შემთხვევაში კაბინეტით სარგებლობისათვის, წინამდებარე   ინსტრუქციის შესაბამისად თქვენ დაგჭირდებათ ავტორიზაციის გავლა შერჩეული პაროლის გამოყენებით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ:

 

 

 

1.1 კაბინეტის ფუნქციონირების თავისებურებებიდან გამომდინარე, კომპანიას უფლება აქვს წინასწარი შეტყობინების გარეშე ნებისმიერ დროს შეცვალოს კაბინეტით სარგებლობის წესები, ვიზუალური მხარე, მისამართი ინეტერნეტში, მართვის და ფუნქციონირების წესი, დაამატოს ან გამოაკლოს კაბინეტით სარგებლობის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურებები ცვლილების შემთხვევაში, კომპანია უზრუნველყოფს თქვენს ინფორმირებას კაბინეტში ვიზიტისას.

1.2 რადგან კაბინეტით სარგებლობა გულისხმობს ინტერნეტის აქტიურ გამოყენებას, კომპანია გარანტიას არ იძლევა, რომ კაბინეტი ხელმისაწვდომი იქნება მუდმივ რეჟიმში, რაზეც  კომპანია არ არის პასუხისმგებელი.

1.3 თქვენს მიერ მითითებულ   ნომერზე,  აქტივაციის კოდით კაბინეტში  რეგისტრაცია, ავტორიზაცია (მათ შორის ავტომატური რეგისტრაცია/ავტორიაცია) და კაბინეტის გამოყენებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება და ოპერაცია მიიჩნევა თქვენს მიერ განხორციელებულად. აღნიშნულიდან გამომდინარე საჭიროა მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე გამოიჩინოთ აქტივაციის კოდის და პაროლის დაცულობისათვის და უსაფრთხოებისათვის. თუ თქვენ მიგაჩნიათ, რომ ადგილი აქვს აქტივაციის კოდის ან პაროლის შესაძლო არასანქცირებული გამოყენების შემთხვევას, მაშინ ამის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ კომპანიას, რათა   დროულად მოხდეს კაბინეტის ბლოკირება. ასეთ შეტყობინებამდე განხორციელებულ ქმედებებზე/ოპერაციებზე და მათ შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ.

1.4 თქვენთვის ცნობილია და წინასწარ ეთანხმებით იმ შედეგებს, რაც შესაძლებელია მოჰყვეს კაბინეტით სარგებლობისას განხორციელებულ ქმედებებს/ოპერაციებს და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობას იღებთ მათ შედეგებზე, მათ შორის რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება მომსახურების შეკვეთით, შეცვლით, დამატებით, გაუქმებით და მომსახურების საფასურის გადახდით, როგორც უშუალოდ თქვენს სააბონენტო ნომერზე, ასევე დამატებით სააბონენტო ნომერზე. აღნიშნული წესიდან გამომდინარე, თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა აუნაზღაუროთ კომპანიას ან მესამე პირებს მიყენებული ზიანი.

1.5 თუ კომპანიისთვის ცნობილი გახდა რაიმე ფაქტი, რომელიც მისი აზრით ადასტურებს თქვენ მიერ კაბინეტით სარგებლობის არამართლზომიერებას, არასანქცირებულ შეღწევას, არაკეთილსინდისიერებას ან ისეთ შემთხვევას, რა დროსაც თქვენი მხრიდან კაბინეტით სარგებლობა ზიანს აყენებს ან ქმნის ზიანის მიყენების საფრთხეს კომპანიისთვის ან მესამე პირთათვის  ან ზღუდავს მესამე პირთა უფლებებს, კომპანია უფლებამოსილია, შეტყობინების გარეშე დაბლოკოს კაბინეტი და შეაჩეროს თქვენი მხრიდან კაბინეტით სარგებლობა.   აღნიშნული წესიდან გამომდინარე, თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა აუნაზღაუროთ კომპანია ან/და მესამე პირებს მიყენებული ზიანი.

1.6 თქვენი უფლებების და ინტერესების დაცის მიზნებისათვის, კომპანიას უფლება აქვს დაბლოკოს ან შეაჩეროს კაბინეტით სარგებლობა, თუ კომპანიის აზრით ადგილი აქვს თქვენი კაბინეტით არასანქცირებულ სარგებლობას.

1.7 კომპანია არ აგებს პასუხს ისეთ მოთხოვნაზე და პრეტენზიაზე ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე, რაც დაკავშირებულია ან წარმოიშობა თქვენი მხრიდან კომპანიის მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობების/მომსახურების პირობების/მომსახურების ხელშეკრულების, წინამდებარე სარგებლობის წესების ან კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევიდან.

1.8 კომპანია პასუხს არ აგებს:

 

1.9 თქვენს მიერ კაბინეტით გამართული და შეუფერხებელი სარგებლობა დამოკიდებულია თქვენს ხელთ არსებული მოწყობილობის თავსებადობაზე, ტექნიკურ გამართულობასა და ფუნქციონალობაზე, აქედან გამომდინარე კომპანია პასუხს არ აგებს თქვენ მიერ კაბინეტით სარგებლობის ფარგლებში მიწოდებული მომსახურების დროულობაზე, გამართულობაზე და ხელმისაწვდომობაზე.